ბეჟანიშვილის 22 ქულა G ლიგაში - გიორგი „მოტორ სიტისთან“ საუკეთესო იყო [ვიდეო] #1TVSPORT
ბეჟანიშვილის 22 ქულა G ლიგაში - გიორგი „მოტორ სიტისთან“ საუკეთესო იყო [ვიდეო] #1TVSPORT

NBA-ის განვითარების ლიგაში სანდრო მამუკელაშვილთან ერთად, გიორგი ბეჟანიშვილიც გამორჩეულ შეხვედრებს ატარებს. 23 წლის ქართველი მძიმე ფორვარდის გუნდი, „გრანდ რაპიდს გოლდი“ G ლიგის შეხვედრაში „მოტორ სიტის“ დაუპირისპირდა და 103-122 დამარცხდა.

მიუხედავად წაგებისა, ბეჟანიშვილი ამ შეხვედრაში საუკეთესო იყო. მან 30 წუთში 22 ქულა, 5 მოხსნა (1 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. სამწამიანის ზონიდან ის არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა – გიორგიმ 11-დან 9 ორქულიანი ჩააგდო და საჯარიმოს ხაზიდან 2-ჯერ ისროლა და ორივეჯერ ზუსტად. ის მეტოქის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდა და 2-ჯერ დაკარგა ბურთი.

„გრანდ რაპიდს გოლდი“ მთელი მატჩის განმავლობაში მინიმალურ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ბოლო მეოთხედში 20 ქულით განადგურდა.

დენვერ ნაგეტსის“ G ლიგის გუნდს ამ სეზონში 4 მოგება და 3 წაგება დაუგროვდა.

დატოვე კომენტარი