ბეჟანიშვილის 15 ქულა „კლივლენდ ჩარჯთან“ - გიორგის გუნდმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ბეჟანიშვილის 15 ქულა „კლივლენდ ჩარჯთან“ - გიორგის გუნდმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

დღეს, 9 იანვარს გამთენიისას NBA-ის განვითარების ლიგაში მორიგი შეხვედრები გაიმართა, სადაც „დენვერ ნაგეტსის“ გუნდი „გრანდ რაპიდს გოლდი“ „კლივლენდ ჩარჯს“ შეხვდა და მორიგი გამარჯვება იზეიმა 99-92.

წინა შეხვედრისგან განსხვავებით გიორგი ბეჟანიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და თავის გუნდის გამარჯვებაში დიდი როლი შეასრულა. მან 25 წუთში 15 ქულა, 5 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და 1 დაფარება დააგროვა. გიორგიმ 10-დან 7 ორქულიანი გამოიყენა და 1 სამქულიანი ააცილა, საჯარიმოს ხაზიდან კი 2-დან 1 ბურთი ჩააგდო. მან 5 პერსონალური ფოლი აიღო და ერთხელ დაკარგა ბურთი. ბეჟანიშვილს თავის თანაგუნდელთან ქუად გრინთან ერთად, ორივე გუნდის მხრიდან, საუკეთესო +/- მაჩვენებელი ჰქონდა +14.

 

შეხვედრაში გადამწყვეტი ბოლო მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც „გრანდ რაპიდსმა“ 10 ქულით მოიგო. ჯეისონ ტერის გუნდიდან ბეჟანიშვილზე უკეთესი შედეგი მეტ რაიანსა და ქუად გრინს ჰქონდა. რაიანმა 34 ქულა დააგროვა, გრინმა კი 23. „ჩარჯიდან“ საუკეთესო ჯასტინ ჯეიმსი იყო, რომელმაც 31 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.

ბეჟანიშვილის გუნდს 3 მატჩის შემდეგ რეგულარულში 3 მოგება აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება. „გრანდ რაპიდს გოლდი“ შემდეგ შეხვედრას 12 იანვარს გამართავს.

დატოვე კომენტარი