ბეჟანიშვილის 15 ქულა და ორმაგი დუბლი - გიორგის „გრანდ რაპიდსი“ მამუკელაშვილის გუნდთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
ბეჟანიშვილის 15 ქულა და ორმაგი დუბლი - გიორგის „გრანდ რაპიდსი“ მამუკელაშვილის გუნდთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

NBA-ის განვითარების ლიგაში (G ლიგა) დღეს, 4 დეკემბერს გიორგი ბეჟანიშვილის „გრანდ რაპიდს გოლდი“ სანდრო მამუკელაშვილისვისკონსინ ჰერდს“ დაუპირისპირდა და შედეგიან შეხვედრაში 127-131 დამარცხდა.

მამუკელაშვილს ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, ბეჟანიშვილმა კი უმაღლეს დონეზე ითამაშა. გიორგიმ პარკეტზე 38 წუთი გაატარა და ამ დროში 15 ქულითა და 16 მოხსნით (8 შეტევაში) ორმაგი დუბლი გაიფორმა, ქართველი კალათბურთელი სამმაგ დუბლთანაც ძალიან ახლოს იყო – მან „ვისკონსინ ჰერდის“ წინააღმდეგ 8 პასი დააგროვა. ბეჟანიშვილმა 9-დან 7 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, პერიმეტრიდან კი ერთხელ ისროლა და ვერ ჩააგდო. მან ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 5 პერსონალური ფოლიც მიიღო.

 

„გრანდ რაპიდს გოლდმა“ შეხვედრა კარგად დაიწყო და პირველ ტაიმში 14-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. მაგრამ, როგორც ვისკონსინელებისგან მივეჩვიეთ, მათ ამჯერადაც მოახერხეს მატჩის შემოტრიალება და მორიგი გამარჯვება მოიპოვეს.

 

გრანდ რაპიდს გოლდი VS  ვისკონსინ ჰერდი

ვისკონსინ ჰერდს“ ამ სეზონში 8 მატჩში 7 მოგება აქვს. რაც შეეხება „დენვერ ნაგეტსის“ G ლიგის გუნდს, „გრანდ რაპიდს გოლდსმოგება-წაგებათა ბალანსი 4-4-ზე აქვს.