ბეჟანიშვილის 15 ქულა და ასპროცენტიანი შედეგი - „სკაიჰოუკსმა“ ლიდერს მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT
ბეჟანიშვილის 15 ქულა და ასპროცენტიანი შედეგი - „სკაიჰოუკსმა“ ლიდერს მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT

NBA-ის განვითარების ლიგაში გიორგი ბეჟანიშვილის „კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსმა“ მორიგი შეხვედრა გამართა – „ატლანტა ჰოუკსის“ G ლიგის გუნდი „კლივლენდ ჩარჯს“ დაუპირისპირდა და 111-106 დაამარცხა.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა, მაგრამ 24 წუთი ითამაშა და 15 ქულასთან ერთად, 7 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ბეჟანიშვილს თამაშიდან 100%-იანი შედეგი ჰქონდა – მან 1-დან 1 სამქულიანი და 4-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, მის ანგარიშზე ასევე 5-დან 2 გამოყენებული საჯარიმოა. გიორგი მეტოქის წინააღმდეგ 5-ჯერ დაჯარიმდა და 4-ჯერ დაკარგა ბურთი.

მოგებული პირველი მეოთხედის შემდეგ, „სკაიჰოუკსმა“ მეტოქეს ბოლო პერიოდის დაწყებამდე ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა მისცა, მაგრამ ბეჟანიშვილის გუნდმა საბოლოო ჯამში, მაინც მოიგო.

აღმოსავლეთ კონფერენციაში „სკაიჰოუკსი“ 5 მოგებითა და 5 მარცხით მე-9 ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას კი ხვალ, 26 იანვარს, კვლავ „კლივლენდ ჩარჯის“ წინააღმდეგ გამართავს.