ბრექსიტთან დაკავშირებით ევროკავშირის სამიტი შესაძლოა, 25 ნოემბერს გაიმართოს

17:06, 14.11.2018

ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტი თუ ტერეზა მეის მიერ შეთავაზებულ წინადადებას მიიღებს, ბრექსიტთან დაკავშირებით ევროკავშირის სამიტი სავარაუდოდ, 25 ნოემბერს გაიმართება.

ირლანდიის პრემიერ- მინისტრის, ლეო ვარადკარის თქმით, შესაძლოა, დღევანდელი დღე არასასურველი შედეგით დასრულდეს და მინისტრებმა ტერეზა მეის შეთავაზებას მხარი არ დაუჭირონ.

თუმცა პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ ეს ასე არ მოდება.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, ბრექსიტთან დაკავშირებით ევროკავშირთან შეთანხმება მიღწეულია. პრემიერ- მინისტრმა ახლა შეთანხმების ტექსტი მინისტრთა კაბინეტს უნდა გააცნოს.

ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.

მსგავსი