ბექა ოდიშარია - ახლა ვდგავართ ზღვარზე, რევანშისა და სიძულვილისკენ ვიაროთ, თუ წინ წავიდეთ
ბექა ოდიშარია - ახლა ვდგავართ ზღვარზე, რევანშისა და სიძულვილისკენ ვიაროთ, თუ წინ წავიდეთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა ოდიშარია სოფელ ფონიჭალას მოსახლეობას შეხვდა.

კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, ის რეგულარულად ხვდება საკუთარ ამომრჩეველს და მათგან ისმენს არსებულ პრობლემებს, თუმცა დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა იცოდნენ, თუ როგორი არჩევანის წინაშე დგანან მეორე ტურის წინ.

„მოქალაქეებთან მუდმივად ვართ კავშირზე. თუმცა მე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე და იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს თავისი ხალხის წინაშე აღებული, ვალდებული ვიყავი საქმის კურსში ჩამეყენებინა მოსახლეობა იმის შესახებ, თუ რა პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს და რა საშიშროებებს შეიცავს ის. ჩვენ გვსურდა ევროპული კამპანიის ჩატარება, რაც ჩვენი ოპონენტების მხრიდან აბსოლუტურად დღის წესრიგიდან იყო ჩახსნილი. მივიღეთ ბინძური კამპანია. ახლა კი, ჩვენ ვდგავართ ზღვარზე, წინ წავიდეთ, თუ რევანშის, სიძულვილისა და შურისძიებისკენ ვიაროთ“ – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.