ბექა ნაცვლიშვილი - მთავარ ამოცანად რჩება „ოცნების“ სკეპტიკურად განწყობილი მხარდამჭერების დაბრუნება
ბექა ნაცვლიშვილი - მთავარ ამოცანად რჩება „ოცნების“ სკეპტიკურად განწყობილი მხარდამჭერების დაბრუნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის შეფასებით, არჩევნების მთავარი შედეგი მისი მშვიდად ჩატარებაა.

ბექა ნაცვლიშვილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“  და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის თითქმის ერთნაირი შედეგი არის დამარცხების ტოლფასი.

„თუმცა, ეს არ არის სალომე ზურაბიშვილის დამარცხება. არ უნდა ყოფილიყო ცალყბად მხარის დაჭერა, ომახიანად უნდა დაგვეჭირა მხარი“,-განაცხადა  ბექა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, გუშინდელი არჩევნების შედეგი ეკონომიკურ-სოციალური პოლიტიკაზე, ასევე კოჰაბიტაციაში ღრმად შესვლაზე პასუხია. ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა თავისი ტრადიციული ამომრჩეველი.

„ამ შედეგებით პასუხი გაგვცეს არა მხოლოდ ღრმად შესულ კოჰაბიტაციაზე, არამედ უმუშევრობასა და სიღარიბეზე. ახლამთავარ ამოცანად რჩება „ოცნების“ სკეპტიკურად განწყობილი მხარდამჭერების დაბრუნება. 2012 წელს ჩვენი ამომრჩევლები ღირებულებების ირგვლივ გაერთიანდნენ და ჩვენ ეს ხალხი უნდა დავაბრუნოთ“,- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტარმა „ქართული ოცნების“ დაკვეთიოთ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებზეც გააკეთა კომენტარი.

„როცა ამხელა ცდომილებაა,  „ფსიქოპროექტის“  ადგილზე სახელს გადავირქმევდი და სხვა საქმეს მივხედავდი“,-განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.