BBC-ის სტატია „ნაპოლიზე“, სპალეტისა და კვარაცხელიაზე - მხოლოდ ახლა ხვდებიან, რამდენად კარგია სპალეტი, ის აქცენტს კვარაცხელიაზე აკეთებს [ვიდეო] #1TVSPORT
BBC-ის სტატია „ნაპოლიზე“, სპალეტისა და კვარაცხელიაზე - მხოლოდ ახლა ხვდებიან, რამდენად კარგია სპალეტი, ის აქცენტს კვარაცხელიაზე აკეთებს [ვიდეო] #1TVSPORT

BBC-მ სტატია გამოაქვეყნა ლუჩანო სპალეტისა და მის „ნაპოლიზე“. ეს არის ერთგვარი აღიარება იტალიელი მწვრთნელის, რომლის გუნდიც იტალიასა და ჩემპიონთა ლიგაზე სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს.

„ლუჩანო სპალეტი არის სერია A-ს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ინოვაციური მწვრთნელი ბოლო 15 წლის განმავლობაში. დაგვიანებით, მაგრამ მას მაინც აღიარებენ.

ჟურნალისტი ჯეიმს ჰორნკასლი ამბობს:

„სპალეტის უსამართლოდ ლანძღავდნენ ბოლო 15 წლის განმავლობაში, რადგან მას თავის პირველ ხუთ ჩემპიონატში ტიტული არ მოუგია. სპალეტი არის გამორჩეული პერსონაჟი თანამედროვე ფეხბურთში. მას დრო დასჭირდა, სანამ იპოვა სათავისო გუნდი – „ნაპოლი“. გუნდი ამ სეზონში პირველია სერია A-ში და დაუმარცხებელია ჩემპიონთა ლიგაზე“.

„ლივერპულის წინააღმდეგ „ნაპოლი“ იყო გუნდი, რომელიც თამაშობს ერთი იდეის მიხედვით – ყველა ერთნაირად ფიქრობს“, – განმარტავს ფეხბურთის ექსპერტი გილემ ბალაგი.

სპალეტი იმსახურებს პატივისცემას „ნაპოლის“ შესანიშნავი დასაწყისისთვის. მისი აქცენტი სწრაფ გადაცემასა და ფლანგის შეტევებზეა. შეგახსენებთ, ზაფხულში გუნდმა საუკეთესო ტალანტები დაკარგა, მაგრამ ამან ნეაპოლელები უფრო გამოაცოცხლა.

აქცენტი გაკეთებულია ქართველ თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიაზე, მეტსახელად კვარადონაზე. თუმცა მწვრთნელის შთამბეჭდავი ინტელექტი სხვა ტრანსფერებშიც ჩანს.

ჰორნკასლი იხსენებს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში სპალეტის „ჩელსიში“ ჟოზე მოურინიოს შემცვლელად მოიაზრებდნენ. მაგრამ იმ დროს ის ინგლისურად არ ლაპარაკობდა და სამუშაოსთვის თავს მზად არ გრძნობდა:

„მიუხედავად იმისა, რომ ხელმძღვანელობდა სერია A-ს რამდენიმე დიდ გუნდს, მას ყოველთვის არ ეპყრობოდნენ ისეთი პატივისცემით, როგორსაც იმსახურებს. რა თქმა უნდა, „ნაპოლი“ გახდა ერთ-ერთი ყველაზე საშიში გუნდი ევროპაში, რაც მისი მწვრთნელის დამსახურებაა“, – წერს BBC.