ბარსელონაში აფეთქების საფრთხის გამო, მატარებლების მიმოსვლა დროებით შეჩერდა
ბარსელონაში აფეთქების საფრთხის გამო, მატარებლების მიმოსვლა დროებით შეჩერდა

ბარსელონაში, სანტსის სადგურში დილიდან აფეთქების საფრთხის გამო, მატარებლების მიმოსვლა დროებით შეჩერდა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური მედია ავრცელებს.

საგანგებო ზომების ფარგლებში ორი მატარებლიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.

სამართალდამცველები სადგურის ტერიტორიაზე ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ გამნაღმველები.

ადგილობრივი დროით დილის 9:00 საათიდან სარკინიგზო მოძრაობა აღდგა. ინციდენტის გამო, რეისების ნაწილი დაგვიანებით შესრულდა.