ბაზელის საჩოგბურთო არენას ფედერერის სახელი არ დაერქმევა
ბაზელის საჩოგბურთო არენას ფედერერის სახელი არ დაერქმევა

როჯერ ფედერერის მშობლიური ქალაქის, ბაზელის მთავრობამ არ დააკმაყოფილა ინიციატივა, რომლის მიხედვით საჩოგბურთო არენა სანკტ-იაკობ ჰოლს ფედერერის სახელი უნდა დარქმეოდა. ამ სტადიონზე ATP-ის ტურნირი იმართება.

საქალაქო საბჭოს წევრმა მარტინა ბერნასკონიმ, რომელიც ამ წინადადების ინიციატორი იყო, გადაწყვეტილება ასე ახსნა:

„სახელის გადარქმევის საწინააღმდეგო მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ ჩვენ შვეიცარიაში არ ვარქმევთ ობიექტებს თანამედროვე ადამიანების სახელებს, თუ ისინი გარდაცვლილები არ არიან. ასევე ფედერერი ბრენდად არის მიჩნეული და მან, შესაძლოა, სახელის გამოყენებით ფულის შოვნა გადაწყვიტოს“.

ცნობილია, რომ 2012 წელს, გერმანიის ქალაქ ჰალეში გახსნეს როჯერ ფედერერის ხეივანი. მოგვიანებით, ბარსელონაში მთავარ კორტს რაფაელ ნადალის სახელი მიენიჭა.