ბათუმში, სანაპიროზე სამი მამაკაცი დაჭრეს
ბათუმში, სანაპიროზე სამი მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში, სანაპიროზე გვიან ღამით სამი მამაკაცი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრში დაუდასტურეს.

სავარაუდოდ, შემთხვევა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

„სამი მამაკაცი გადავიყვანეთ საავადმყოფოში. ისინი აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. ორის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის კი შედარებით მძიმე“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ბადრი პაქსაძემ.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ბრალდებული დაკავებულია. ის 2001 წელს დაბადებული მამაკაცია. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას.