ბათუმში პროფესიული კრივის და შერეული ორთაბრძოლების აკადემია გაიხსნა #1TVSPORT
ბათუმში პროფესიული კრივის და შერეული ორთაბრძოლების აკადემია გაიხსნა #1TVSPORT

3 ივნისს ბათუმში გაიხსნა პროფესიული კრივისა და შერეული ორთაბრძოლების აკადემია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ინტინვენტარით და მასში გამოცდილი სპეციალისტები იმუშავებენ.

აკადემიის ხელმძღვანელებმა გახსნის ცერემონიისას ისაუბრეს მიზნებსა და ამოცანებზე. მათი თქმით, აკადემია ითანამშრომლებს კრივისა და შერეული ორთაბრძოლების როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ორგანიზაციებთან და მისი მიზანი იქნება ქართველი სპორტსმენების მაღალ დონეზე მომზადება.

ასევე იგეგმება აკადემიის სხვადასხვა პროექტ-პროგრამირების განხორციელება ქვეყნის სრულ ტერიტორიაზე ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისათვის.