ბათუმში მშენებლობები სრულდება - სტადიონის შემდეგ, ახალი არენაც გაიხსნება
ბათუმში მშენებლობები სრულდება - სტადიონის შემდეგ, ახალი არენაც გაიხსნება

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და ფაქტობრივად, მზადაა, რომ ოფიციალური თამაშები მიიღოს..

ამ ეტაპზე შიდა მოპირკეთებითი, გარე კეთილმოწყობის, სახანძრო და უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი სრულდება.

მოედნის საფარი აგრძელებს სავეგეტაციო პერიოდს. სპეციალისტების დაკვირვებისა და ზედამხედველობის შედეგად ბალახი კიდევ უფრო უახლოვდება სათამაშო კონდიციას.

შევიტყვეთ, რომ ბათუმის „დინამო“ აპირებს სტადიონზე შესვლას, რათა ევროპის ლიგის ტურნირამდე არენაზე ტესტირება მოხდეს – სხვაგვარად ბათუმის ახალ სტადიონზე ევროპის ლიგის მატჩების გამართვა შეუძლებელი იქნება.

პარალელურად, შპს სტადიონის (სტადიონების მშენებელი სახელმწიფო კომპანია) ცნობით, ბათუმის უნივერსალურ სპორტული კომპლექსის მშენებლობაც სრულდება, რომელიც 3400 ადამიანზე გათვლილი ტრიბუნა გააჩნია. ახალ დარბაზში სკამების მონტაჟი დასრულდა და ამ ეტაპზე მთავარ დარბაზში კოსმეტიკური სამუშაოები მიმდინარეობს.