ბათუმში მოქალაქეებმა მძარცველი დააკავეს და სამართალდამცველებს გადასცეს

19:07, 07.11.2018

ბათუმში მოქალაქეებმა მძარცველი დააკავეს და სამართალდამცველებს გადასცეს. ახალგაზრდა მამაკაცმა მელიქიშვილისა და გორგილაძის ქუჩების კვეთაზე მდებარე სავალუტო ჯიხურში ვალუტა გადაცვალა, შემდეგ ჯიხურის თანამშრომელ ქალს თანხა უკანვე წაართვა და გაიქცა.

მამაკაცს გაქცევისას ფეხი დაუსხლტა და წაიქცა, რის შემდეგაც ის მოქალაქეებმა დააკავეს და პოლიციას შეატყობინეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.

მსგავსი