ბათუმში „დინამოს“ საჩემპიონო მსვლელობა გაიმართა #1TVSPORT
ბათუმში „დინამოს“ საჩემპიონო მსვლელობა გაიმართა #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“, რომელიც ახლახან დასრულებული ეროვნული ლიგის გამარჯვებული გახდა, საჩემპიონო სეზონის დასრულების შემდეგ მშობლიურ ქალაქში საზეიმო მსვლელობა მოუწყვეს.

მსვლელობა „ბათუმი არენიდან“ დაიწყო და გუნდმა რუსთაველის ქუჩის გავლით სასტუმრო „რადისონთან“ გადაინაცვლა – შემდეგ იყო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, „6 მაისის პარკი“, გორგილაძის ქუჩა და ზეიმი ისევ „ბათუმი არენაზე“ დასრულდა.

გულშემატკივრებმა სტადიონზე ფეხბურთელებთან ერთად გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები, ვიდეოები და ერთად აღმართეს საჩემპიონო ფარი.

„უპირველესად, გვსურს ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის – რომ არ იშურებდით დროს და ენერგიას, გექომაგათ საყვარელი კლუბისთვის როგორც საშინაო, ასევე გასვლით თამაშებზე; არ უშინდებოდით ცუდ ამინდს და გრძელ მანძილს“, – წერია ბათუმის „დინამოს“ მიმართვაში.