ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩს ქუთაისი უმასპინძლებს
ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩს ქუთაისი უმასპინძლებს

ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ შეხვედრას ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი უმასპინძლებს, – ინფორმაცია ეროვნული ლიგის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

ამ მატჩით, შაბათს, 12 სექტემბერს ბათუმში ახალი სტადიონი უნდა გაეხსნათ, მაგრამ აჭარის რეგიონში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ახალი საფეხბურთო არენა ნაცვლად აღნიშნული თარიღისა, სხვა დროს გაიხსნება.

შეგახსენებთ, რომ ბათუმისა და თბილისის „დინამოების“ მატჩის გამართვა და სტადიონის გახსნა უკვე მეორედ გადაიდო და ორივე შემთხვევაში ხელისშემშლელი კორონავირუსი იყო.