„ბათუმის თასი“ იწყება - ტიტულისთვის, ქართულ გუნდებთან ერთად, „ვალენსიის“, „ალკმაარისა“ და „ოლიმპიკის“ აკადემიებიც იბრძოლებენ #1TVSPORT
საერთაშორისო ტურნირის, „ბათუმის თასის“ გათამაშება იწყება, რომელიც ბათუმის „დინამოს“ 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
თამაშები 28 ოქტომბერს დაიწყება და პირველ ნოემბრამდე გაგრძელდება. მთავარი პრიზისთვის სხვადასხვა ქვეყნის 15-წლამდე ბავშვების რვა გუნდი იბრძოლებს. მნიშვნელოვანია, რომ ტურნირზე ოთხი პოპულარული კლუბის ახალგაზრდულ გუნდს ვიხილავთ.
„ბათუმის თასზე“ მონაწილეობას მიიღებენ: „ვალენსია“ (ესპანეთი), „ალკმაარი“ (ნიდერლანდები), მარსელის „ოლიმპიკი“ (საფრანგეთი) და „რიზესპორი“ (თურქეთი). საქართველოს ტურნირზე წარმოადგენენ: ბათუმის „დინამო“, „დინამო თბილისი“ და ქუთაისის „ტორპედო“.
თამაშები გაიმართება ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ფეხბურთის ფედერაციის ახალი ცენტრში, რომელიც საგანგებოდ ევრო 2023-ისთვის აშენდა. საერთაშორისო ტურნირის, „ბათუმის თასის“ ფინალური მატჩი პირველ ნოემბერს, „ბათუმი არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.
ა ჯგუფი:
„ვალენსია“, ბათუმის „დინამო“, „რიზესპორი“, „ტორპედო“
ბ ჯგუფი:
„ალკმაარი“, „დინამო თბილისი“, მარსელის „ოლიმპიკი“, სფფ ფეხბურთის აკადემია