ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმის განხილვა გაგრძელდება
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმის განხილვა გაგრძელდება

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს შემაჯამებელი სხდომა გაიმართება. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელის, თამთა მიქელაძის განცხადებით, მუსლიმი თემის ინტერესების დამცველი მხარე სასამართლო პროცესზე საბოლოო კომენტარებს გააკეთებს. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, სასამართლომ გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს.

„სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ დადებითი მოლოდინები გვაქვს, თუმცა, ბუნებრივია, საკითხის პოლიტიკური შინაარსიდან და სირთულიდან გამომდინარე, პროგნოზის გაკეთება რთულია“, – განაცხადა თამარ მიქელაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წინა სხდომაზე ბათუმის მერია სხდომის გადადებას მოლაპარაკების პოლიტიკური რესურსის არგუმენტით ითხოვდა, ერთ თვეზე მეტი გავიდა და მერიას მოლაპარაკებისთვის  შემხვედრი ნაბიჯი არ გადაუდგამს.

ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო დავა 2017 წლიდან მიმდინარეობს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს 10:00 საათზეა ჩანიშნული.