ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე გარე განათების მონტაჟი დასრულდა [ფოტო]
ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე გარე განათების მონტაჟი დასრულდა [ფოტო]

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე გარე განათების მონტაჟი დასრულდა. ინფორმაციას შპს „ბათუმის სტადიონი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ამჟამად განათება სატესტო რეჟიმშია და დეტალურ შემოწმებას გადის.

„განათების პროგრამული და ტექნოლოგიური მოცემულობა საშუალებას იძლევა, სტადიონის გარე ფასადი სხვადასხვა სახითა და ფორმით განათდეს.

განათების პანელი დამზადებულია ალუმინისგან და გარსს პოლიკარბონატი წარმოადგენს. კონსტრუქცია გარემო პირობების მიმართ მდგრადი და ცეცხლმედეგია. უშუალოდ ნათება დიოდურია და მაღალი ეკონომიურობით გამოირჩევა“, – აღნიშნულია შპს „ბათუმის სტადიონის“ ინფორმაციაში.

ბათუმის სტადიონზე დასრულებულია სკამების მონტაჟიც.