ბათუმის საერთაშორისო ტურნირი „დინამო თბილისმა“ მოიგო
ბათუმის საერთაშორისო ტურნირი „დინამო თბილისმა“ მოიგო

ანგისას ბაზაზე, H Group-ის თასის გათამაშება დასრულდა. საერთაშორისო სტატუსის საფეხბურთო ტურნირი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შეჯიბრებაში 2010 წელს დაბადებულ ბავშვთა რვა გუნდი მონაწილეობდა. ტურნირის გამარჯვებული „დინამო თბილისი“ გახდა, რომელმაც გათამაშების ფინალში 35-ე საფეხბურთო სკოლის გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მთავარ პრიზს დაეუფლა.

მესამე ადგილზე „ტრაბზონის“ საფეხბურთო აკადემიის გუნდი გავიდა, რომელიც „დინამომ“ ნახევარფინალში 3:0 დაამარცხა. ტურნირის გამარჯვებულებსა და საუკეთესო ფეხბურთელებს პრიზები კომპანია H Group-ის დამფუძნებელმა, არჩილ ბერიძემ და „დინამო ბათუმის“ ვეტერანმა ფეხბურთელებმა გადასცეს.