ბათუმის საჭადრაკო კლუბი -„ნონა“ ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია
ბათუმის საჭადრაკო კლუბი -„ნონა“ ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია

ბათუმის საჭადრაკო კლუბმა – „ნონამ“, ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში „მონტე კარლოსთან“ ჩატარებული პარტია, ფრედ დაასრულა და პირველობის ახალი დებულების თანახმად – მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა.

გადამწყვეტ შეხვედრაში ნანა ძაგნიძე, შავი ფერის ფიგურებით, უკრაინელ – ანა მუზიჩუკთან დამარცხდა. ნინო ბაციაშვილმა თეთრებით, შვედ – პია კრამლინგს მოუგო, ლელა ჯავახიშვილმა ყაიმი, პოლონელ – მონიკა სოცკოსთან, ხოლო ბელა ხოტენაშვილმა – ლიეტუველ დეიმანტე კორნეტესთან გააფორმა.

ევროპის პირველობის რეგლამენტის თანახმად, ჩემპიონად მონაკოს გუნდი გამოცხადდა, რადგან ფინალში ყაიმის შემთხვევაში გამარჯვება იმ გუნდს ენიჭება, რომლის წარმომადგენელიც პარტიას გამარჯვებით, უფრო მაღალ დაფაზე დაასრულებდა და შესაბამისად გადამწყვეტი მუზიჩუკის ძაგნიძესთან მოგება აღმოჩნდა.

„მონტე კარლო“, რომლის შემადგენლობაშიც წელს ჩინელი – ჰოუ იფანი არ თამაშობდა, ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული მეშვიდედ გახდა. ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას“ კი, ევროპის საკლუბო ჩემპიონატი სამჯერ აქვს მოგებული.