ბათუმის მატჩს „სივასპორის“ გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან #1TVSPORT
ბათუმის მატჩს „სივასპორის“ გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან #1TVSPORT

უეფა-ს კონფერენს ლიგის მესამე წრეში ბათუმის „დინამო“ თურქულ „სივასპორს“ შეხვდება. ამ წყვილის გამარჯვებული პლეიოფში პლოვდივისლოკომოტივისა“ და დათა ხოჭოლავს „კოპენჰაგენის“ წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სივასიდან ბათუმამდე 624 კილომეტრია და მატჩზე დასწრება ბევრ გულშემატკივარს სურდა, მაგრამ „სივასპორმა“ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც საქართველოში ფანების დასწრება შეუძლებელია.

„ჩვენი ბევრი გულშემატკივარი ბათუმის „დინამოსა“ და „სივასსპორს“ შორის 5 აგვისტოს ბათუმში დანიშნული კონფერენს ლიგის მესამე შესარჩევ ეტაპის მატჩზე დასწრებას ითხოვს. მიმდინარე პანდემიის პირობებში, უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტი სტუმარი გუნდის გულშემატკივრებს საკლუბო მატჩებზე დასწრების უფლებას არ აძლევს. ვთხოვთ ჩვენს გულშემატკივრებს, არ მიიღონ მონაწილეობა ამ მატჩში იმ მიზეზების გამო, რომ ჩვენ ორგანიზებას არ ვახორციელებთ“, – წერია „სივასპორისგანცხდებაში.

სივასპორის“ ადმინისტრაცია გულშემატკივარს მოუწოდებს, რომ ბათუმის „დინამოსთან“ 12 აგვისტოს დანიშნულ განმეორებით მატჩში მხარი დაუჭირონ გუნდს.

გუნდები ერთმანეთს პირველად 5 აგვისტოს ბათუმში შეხვდებიან და შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება, განმეორებითი მატჩი კი 12 აგვისტოს „სივას არენაზე“ 22:00 საათზე გაიმართება.