ბათუმის „დინამოსთან“ შეხვედრამდე - ჰოკეისა და ფეხბურთის „სლოვანმა“ ტიტულები ერთად აღნიშნეს #1TVSPORT
ბათუმის „დინამოსთან“ შეხვედრამდე - ჰოკეისა და ფეხბურთის „სლოვანმა“ ტიტულები ერთად აღნიშნეს #1TVSPORT

ბრატისლავას „სლოვანის“ საფეხბურთო და ჰოკეის კლუბები გასულ სეზონში ერთდროულად გახდნენ სლოვაკეთის ჩემპიონები. გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას გუნდმა ბათუმის „დინამოსთან“ მატჩამდე წარმატება ერთობლივი ავტოგრაფის სესიით ბრატისლავაში აღნიშნა.

გულშემატკივრებთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „სლოვანის“ მთავარი მწვრთნელი და კაპიტანი, მამა შვილი ვლადიმერ ვაისი (უფროსი). და ვლადიმირ ვაისი უმცროსი.

1993 წლიდან მოყოლებული, „სლოვანმა“ ორივე სახეობაში სულ 21 ტიტული მოიგო – ფეხბურთელებმა ათი, ხოლო ჰოკეის მოთამაშეებმა ცხრა ტიტული მოიპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე კლუბი ამ მხრივ რეკორდსმენია, მათ აქამდე ერთდროულად ჩემპიონობა ჯერ არ მიუღწევიათ.

„გასულ სეზონში ჰოკეიზე ბევრი გულშემატკივარი მივიდა, რადგან ცნობილი სლოვაკი ჰოკეიტი ჩამოვიდა. იმედი მაქვს, რომ თუნდაც იურაი კუცკის მოსვლა სტადიონზე ხალხს ასევე მოიზიდავს, არა მხოლოდ ჩვენს მშობლიურ ბრატისლავაში, არამედ „სლოვანის“ გასვლით მატჩებშიც. ასე სლოვაკეთის ლიგის საერთო დონე ოდნავ უფრო გაიზრდება. ასეთი ღონისძიებებია საჭირო იმისათვის, რომ ბავშვებმა გაიგონ, არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც მათთვის მისაბაძი უნდა იყვნენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ „სლოვანის“ ბრენდი კარგად წარმოვაჩინოთ, თუნდაც ბათუმის „დინამოსთან“ ევროთასებზე, რათა ბავშვებისთვსი მისაბაძები ვიყოთ“, – განაცხადა ბრატისლაველთა ნახევარმცველმა ვლადიმირ ვაისმა.

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამო“ „სლოვანს“ 6 ივლისს ბრატისლავაში ესტუმრება, ხოლო 13 ივლისს, 21:00 ზე, ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ განმეორებით შეხვედრაში უმასპინძლებს.