ბათუმის „დინამოს“ თავდამსხმელი ლევან ხოზრევანიძე კარიერას სლოვაკეთში გააგრძელებს #1TVSPORT

11:24, 26.08.2026

ლევან ხოზრევანიძე კარიერას სლოვაკეთში გააგრძელებს – ბათუმის „დინამოს“თავდამსხმელი მეორე ლიგის „შამორინში“ ითამაშებს – ტრანსფერი სლოვაკური კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა.

20 წლის ხოზრევანიძე ბათუმის „დინამოს“ აღზრდილია – გასულ სეზონში გიორგი ჭიაბრიშვილმა ძირითად გუნდში გადაიყვანა, დებიუტანტმა პირველივე სეზონში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ხოზრევანიძე სლოვაკური გუნდის პირველი ქართველი ფეხბურთელი არ არის. „შამორინში“ უკვე ირიცხება 20 წლის ნახევარმცველი ლუკა ბუბუტეიშვილი – „დინამო თბილისის“ აღზრდილი, რომელიც სართიჭალის „შტურმში“ თამაშობდა და სლოვაკებს 25 ივლისს შეუერთდა.

მსგავსი