ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი - ლევან მჭედლიძე გუნდს თურქეთში შეუერთდა
ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი - ლევან მჭედლიძე გუნდს თურქეთში შეუერთდა

ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გუნდს ლევან მჭედლიძე შეუერთდება და სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი კარიერას ბათუმის გუნდში გააგრძელებს.

„დიახ, ეს ინფორმაცია სიმართლეს შეეფერება. ლევანთან დავილაპარაკეთ, ის უკვე თურქეთში გაემგზავრა, სადაც შეკრებაზე მყოფ გუნდს შეუერთდა. თუმცა, ჯერ კონტრაქტის ვადაზე არ გვილაპარაკია“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან არჩილ ბერიძემ.

ბათუმელთა პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ რომ ეს ტრანსფერი ორივე მხარეს წაადგება: „მჭედლიძის შესაძლებლობები ყველამ კარგად იცის. სამწუხარო ისაა, რომ ტრავმებმა ძალიან დიდი დრო წაართვა, მაგრამ გვჯერა, რომ ფორმაში შევა და ისევ მაღალ დონეზე ითამაშებს, რაც ჩვენი მიზნების შეწრულებაში დაგვეხმარება, თავად მას კი საქართველოს ნაკრებში დაბრუნების საშუალებას მისცემს. ეს მე ძალიან გამიხარდება“.

შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების 29 წლის თავდამსხმელმა განაცხადა, რომ მოლაპარაკება ჰქონდა სერია „ბ“-ს ლიდერ „ემპოლისთან“, სადაც 2008-2019 წლებში თამაშობდა.

„მოლაპარაკება „ემპოლისთან“ მქონდა, რომელიც ჩემი ოჯახია, 15 წლიდან ამ გუნდში ვთამაშობდი და ლამის ნახევარი ცხოვრება იქ გავატარე. იტალიაში ცხოვრების უფლება მქონდა, მაგრამ ერთი წელი თუ მიდიხარ, ეს უფლება უქმდება. ახლა კი გუნდს სამი არაევროკავშირელი ჰყავს. დიდი იმედი მაქვს, რომ ზაფხულში გუნდი სერია „ა“-ში დაბრუნდება, მოლაპარაკება კი ძალაშია. სხვა ვარიანტებიც მქონდა, მაგრამ ლაპარაკი იყო ხანგრძლივ კონტრაქტზე და არაპერსპექტიულ ქვეყნებზე. მე კი მინდა, რომ რაღაც გავაკეთო და ეგზოტიკურ ქვეყანაში არ წავიდე. ვნახოთ, ზაფხულამდე რა მოხდება. ერთია წელია, ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ და ახლა ფიზიკური მომზადების კურსის დასრულებამდე, 20 დღე დამრჩა“, – თქვა „ტაიმაუტში“ ლევან მჭედლიძემ.

დატოვე კომენტარი