ბათუმის „დინამოს“ პირველი ახალწვეული სერბი ცენტრალური მცველია #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ პირველი ახალწვეული სერბი ცენტრალური მცველია #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და 8 იანვრიდან შეკრებას, ფაქტობრივად, ახალი შემადგენლობით დაიწყებენ. საქართველოს პირველი არხის ცნობით, გუნდი სრულად შეიცვლება, პირველი ახალწვეული კი სერბი მცველია.

საქართველოს ჩემპიონის პირველი ახალწვეული ბოიან მლადოვიჩია – 28 წლის სერბი ცენტრალური მცველი, რომელიც სამშობლოში თამაშობდა – „ტრეპჩაში“, „მოკრა გორაში“, „ბაჩკაში“, „ტელეოპტიკაში“, „ინჯიაში“, „მლადოსტში“, „მეტალაცში“, ნიშის „რადნიჩკიში“, 2023 წლიდან კი ყაზახეთში, კოსტანაისტობოლში“ გადავიდა.

ბათუმის „დინამოს“ ახალწვეულებიდან ქართველი ფეხბურთელი მხოლოდ ერთია – „გაგრის“ ნახევარმცველი ლევან ჟორდანია, ხოლო ქობულეთის „შუქურიდან“ დათო მუჯირი-უმცროსი და „სამტრედიიდან“ მეკარე ლუკა ხარატიშვილი იჯარის შემდეგ კლუბში დაბრუნდნენ.

უკრაინელმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ თურქეთში ორი შეკრება დაგეგმა – 20 იანვრიდან 2 თებერვლამდე და მეორე – 6-22 თებერვალს. კლუბი ახლა მოლაპარაკებას აწარმოებს ტოგოს ნაკრების თავდამსხმელ ულოგე პლაკასთან, რომელიც სოლიგორსკის „შახტარში“ თამაშობს.