ბათუმის „დინამოს“ მეპატრონე - მჯერა, „ვიტ ჯორჯია“ თბილისის „დინამოს“ ეომება
ბათუმის „დინამოს“ მეპატრონე - მჯერა, „ვიტ ჯორჯია“ თბილისის „დინამოს“ ეომება

30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურის შეხვედრები ჩატარდება და ქვეყნის ჩემპიონი გაირკვევა.

გადამწყვეტ შეხვედრებს თბილისის სტადიონები უმასპინძლებენ: ბათუმის „დინამო“ „მიხეილ მესხი 2“-ზე თბილისის „ლოკომოტივს“ ესტუმრება, ხოლო მისი კონკურენტი – თბილისის „დინამო“ (რომელსაც 2 ქულით ჩამორჩება) „დინამო-არენაზე“ ბოლოადგილოსან „ვიტ ჯორჯიას“ მიიღებს.

ბათუმის „დინამოს“ მეპატრონე არჩილ ბერიძე საქართველოს პირველ არხთან საუბარში იმედს გამოთქვამს, რომ ეროვნული ლიგის ბოლო ტურის შეხვედრები მისი გუნდისთვის სასურველი შედეგებით დასრულდება და ბათუმელები ჩემპიონობას მაინც მოიპოვებენ.

„მჯერა, რომ ბოლომდე ბრძოლა შედეგს გამოიღებს. თბილისის „ლოკომოტივთან“ უმძიმესი დაპირისპირება გველის, მაგრამ აუცილებლად უნდა მოვიგოთ. მჯერა, რომ „ვიტ ჯორჯიაც“ თბილისის „დინამოს“ ბოლომდე ებრძოლება. ანგისაში სავსე ტრიბუნების მიუხედავად, მათ საჩემპიონო ქულა წაგვართვეს და არ გამიკვირდება, თბილისის „დინამოსთანაც“ იგივე შეძლონ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან არჩილ ბერიძე.

ბათუმის „დინამო“ და მისი კონკურენტი თბილისის „დინამო“ თანაბარ ქულებს თუ დააგროვებენ, ურთიერთშეხვედრებში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე, ჩემპიონი ბათუმის გუნდი გახდება.

დატოვე კომენტარი