ბათუმის „დინამოს“ მეკარე კრაკოვის „ვისლაში“ გადავიდა #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ მეკარე კრაკოვის „ვისლაში“ გადავიდა #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ შემადგენლობა მეკარე ანტონ ჩიჩკანმა დატოვა და კარიერას პოლონეთის ერთ-ერთ ისტორიულ კლუბში, კრაკოვის „ვისლაში“ გააგრძელებს – ინფორმაციას „ტრანსფერმარკტი“ ავრცელებს.

28 წლის ანტონ ჩიჩკანი მინსკის „დინამოს“ აღზრდილია, საიდანაც ბორისოვოს ბატე-ში გადავიდა. ასევე თამაშობდა „სმოლევიჩში“, „უფაში“, ხოლო 2022 წლის სექტემბერში „დინამო თბილისის“ წევრი გახდა, მაგრამ თამაში არ უწევდა და დეკემბერში გუნდი დატოვა.

თბილისიდან ჩიჩკანი ბათუმის „დინამოში“ გადავიდა, სადაც თავიდან ძირითადი მეკარე იყო და 16 მატჩი  ჩაატარა. სეზონის მეორე ნახევარში ბათუმელთა კარში როინ კვასხვაძე ჩადგა და ჩიჩკანი კვლავ სათადარიგოთა შორის აღმოჩნდა, სეზონის ბოლოს კი ბელარუსმა მეკარემ გუნდიდან წასვლა გადაწყვიტა.

2014-2016 წლებში ჩიჩკანი ბელორუსის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა. 2019 წლის მარტში პირველად გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში, სადაც დებიუტი 2020 წლის 11 ნოემბერს რუმინეთთან ამხანაგურ მატჩში (3:5) ჰქონდა – ის შეხვედრა ჩიჩკანმა შეუცვლელად ჩაატარა.