ბათუმის „დინამოს“ ინგლისელები უმსაჯებენ #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ ინგლისელები უმსაჯებენ #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს (ბრატისლავაში) ბათუმის „დინამოსა“ და „სლოვანს“ შორის პრემიერ ლიგის მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

მთავარი არბიტრი დევიდ კუტი იქნება, ლაინსმენები – იან ჰუსინი და ნიკ ჰოპტონი, ხოლო მეოთხე არბიტრად ჯონ ბრუკსი იმუშავებს.

დევიდ კუტი 39 წლისაა. მსაჯობა თექვსმეტი წლის ასაკში დაიწყო. ემსახურებოდა დაბალი ლიგის თამაშებს – 2010 წელს მოხვდა ინგლისის საფეხბურთო ლიგის მატჩების მომსახურე მსაჯთა სიაში. 2018 წელს მას საშუალება მისცეს პრემიერლიგის მატჩებს მომსახურებოდა. პირველი მატჩი 2018 წლის 28 აპრილს „ვესტ ბრომვიჩსა“ და „ნიუკასლს“ შორის განსაჯა.

დევიდის მამა, დევიდ კუტი უფროსი, პროფესიონალი კრიკეტისტი იყო და თამაშობდა ნოტინჰემშირის კრიკეტ კლუბში.

დატოვე კომენტარი