ბათუმის „დინამომ“ ზედიზედ მესამედ დამარცხდა – „დილამ“ ლიდერთან ჩამორჩენა შეამცირა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-15 ტური ბათუმის „დინამოსთვის“ წარუმატებლად დასრულდა, გუნდმა შინ გორის „დილასთან“ დიდი ანგარიშით, 0:3 წააგო.
მიუხედავად მარცხისა, მასპინძლებისთვის მატჩის დასაწყისი იღბლიანი გამოდგა. 36-ე წუთზე „დინამოს“ კარში დანიშნული პენალტი ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა შეასრულა, თუმცა ბურთი ძელს მოარტყა. 45-ე წუთზე კი „დილა“ ჟან-მარკ ტიბუემ დააწინაურა.
მეორე ტაიმში გორელებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. შოთა შეყილაძემ მორიგი გოლი 67-ე წუთზე გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში 77-ე წუთზე გორელთა განელმა ლეგიონერმა, აბუბაქარ კონტემ დააფიქსირა.
ბათუმის „დინამომ“ ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა და უკვე მეექვსე მატჩია, რაც ვერ იგებს. შედეგად, გუნდი 24 ქულით მე-4 ადგილზე ჩამოქვეითდა. გორის „დილამ“ კი (29 ქულა) ლიდერ „იბერიასთან“ (37) ჩამორჩენა მცირედით მაინც შეამცირა.