ბათუმის „დინამომ“ „თელავი“ დაამარცხა და ისევ გალიდერდა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ „თელავი“ დაამარცხა და ისევ გალიდერდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-16 ტური „ბათუმი არენაზე“ გამართული მატჩით დასრულდა – ბათუმის „დინამომ“ „თელავს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა.

ბათუმელებმა ანგარიში მეორე ტაიმში გახსნეს. 50-ე წუთზე, მახვილი კუთხიდან ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა და გულშემატკივრები უზომოდ გაახარა – 1:0.

თელაველები 5 წუთში ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ – ჯაბა ჯიღაურის გადაცემის შემდეგ გიორგი ფანცულაია მეკარესთან პირისპირ გადიოდა, ვაჟა ფაცაციამ ხელით შეაჩერა და მთავარმა არბიტრმა მოედნიდან გააძევა.

76-ე წუთზე ბათუმელებმა სტუმართა კარი მეორედ აიღეს. ბენჯამინ ტეიდიმ საჯარიმოსთან რატი არდაზიშვილს ბურთი წაართვა და მეკარესთან ერთი ერთზე გიორგი ნიქაბაძე დატოვა, მან კი ანგარიში გაზარდა – 2:0. მალე ბათუმელებმა მესამეც გაიტანეს – სწრაფი კონტრშეტევა გიორგი ნიქაბაძემ განავითარა და მეკარესთან პირისპირ გიორგი ზარია დატოვა, რომელმაც შანსი უნაკლოდ გამოიყენა.

საბოლოოდ, ბათუმის „დინამომ“ 3:0 მოიგო, 16 ტურის შემდეგ 34 ქულა დააგროვა, ლიდერობა დაიბრუნა და „დინამო თბილისს“ (32 ქულა) ისევ გადაასწრო, ხოლო „თელავი“ 8 ქულით ისევ ბოლო ადგილზეა.


დინამო ბთ – თელავი 3:0

10.07. 2021 – ბათუმი – „ბათუმი არენა“


გოლები: 1:0 ჯიღაური (50. მანჯგალაძის პასით), 2:0 ნიქაბაძე (76. ტეიდის პასით), 3:0 ზარია (86. ნიქაბაძის პასით)

დინამო ბთ: ლ. კუპატაძე – გაგოშიძე (89. მარგველაშვილი), კობახიძე, ტეიდი, აზაროვი (89. ნავალოვსკი) – მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, მანჯგალაძე (80. ზარია) – ჯიღაური, ფანცულაია (65. გროზურეკი), სანოგო (65. ნიქაბაძე)

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

თელავი: გიორგი ჩოჩიშვილი – მარაქველიძე, ზ. თევზაძე, ფაცაცია, მ. ჯიქია (55. შეყილაძე) – ძოწენიძე, მ. ბაშელეიშვილი, შერგელაშვილი – ჯანელიძე (82. ხაბულიანი), ლ. კოხრეიძე (68. ციცქიშვილი), არდაზიშვილი (82. კანდელაკი)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

მთავარი არბიტრი: ა. ნონიკაშვილი

გაფრთხილებები: თევზაძე (28), ჯანელიძე (32), ძოწენიძე (39), აზაროვი (70)

გაძევება: ფაცაცია (56)


დატოვე კომენტარი