ბათუმის „დინამომ“ თბილისის „მერანის“ თავდამსხმელი დაიმატა
ბათუმის „დინამომ“ თბილისის „მერანის“ თავდამსხმელი დაიმატა

ბათუმის „დინამომ“ ნიკა საბანაძის ნაცვლად ახალი თავდამსხმელი დაიმატა – გუნდში თბილისის „მერანის“ 30 წლის ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი ნიქაბაძე ითამაშებს. საქართველოს პირველ არხთან ეს ინფორმაცია „მერანის“ დირექტორმა ირაკლი შენგელიამ დაადასტურა.

„გიორგის „მერანთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლომდე ჰქონდა, მაგრამ მოთამაშის ინტერესი გავითვალისწინებეთ. 30 წლისაა და მისთვის ვიცე-ჩემპიონ გუნდში თამაში წინსვლა იქნებოდა, ამიტომ პრობლემები არ შევუქმენით. პირიქით, წარმატებას ვუსურვებთ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან „მერანის“ დირექტორი ირაკლი შენგელია.

გიორგი ნიქაბაძე 2019 წელს ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა – თბილისის „მერანის“ თავდამსხმელმა სეზონში 26 გოლი გაიტანა.