ბათუმის „დინამომ“ სეზონი მოგებით გახსნა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ სეზონი მოგებით გახსნა #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ ეროვნული ჩემპიონატი მოგებით დაიწყო – გია გეგუჩაძის გუნდი პირველ ტურში ქობულეთის „შუქურას“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა – 2:1.

ბათუმის სტადიონზე გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში საქართველოს ვიცე-ჩემპიონს ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულმა „შუქურამ“ წინააღმდეგობა გაუწია. თამაში დაძაბული და ხისტი გამოდგა და მთავარმა არბიტრმა მეტოქეებს 2-2 ყვითელი ბარათი აჩვენა.

ანგარიში მსაჯის მიერ დამატებულ 45+2-ე წუთზე გაიხსნა. ირაკლი ბიძინაშვილმა ბურთი დაკარგა, მაგრამ ბოლომდე იბრძოლა, დაიბრუნა და შორიდან ძლიერი დარტყმით „შუქურას“ კარის ბადე შეარხია 1:0.

მეორე ნახევარში სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს – 61-ე წუთზე ბათუმელთა მცველმა, გოგა ჩაბრაძემ საკუთარ საჯარიმოში ბანტუ მზვაკალი წააქცია და „დინამოს“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ცოტნე ფაცაციამ გამოიყენა.

თუმცა, 74-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონის წაქცევისთვის თერთმეტმეტრიანი საჯარიმოს დარტყმის უფლება ბათუმელებმაც მოიპოვეს – „დინამო“ ლადო მამუჩაშვილმა ისევ დააწინაურა და, როგორც გაირკვა, ვიცე-ჩემპიონს სეზონში პირველი სამი ქულა მოუტანა.