ბათუმის „დინამომ“ საქართველოს ჩემპიონატში ლიდერობა დაიბრუნა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ საქართველოს ჩემპიონატში ლიდერობა დაიბრუნა #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ „ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ „სამტრედია“ 2:1 დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში ლიდერობა დაიბრუნა.

ეროვნული ლიგის მე-13 ტურის შეხვედრაში ბათუმელები მუსა კონატეს გადაცემით ლადო მამუჩაშვილმა უკვე მე-4 წუთზე დააწინაურა. 65-ე წუთზე მათე აბულაძემ წონასწორობა ძალიან ეფექტურად გათამაშებული კუთხურის შემდეგ აღადგინა.

ბათუმელებმა 75-ე წუთზე მეორედ მოახერხეს დაწინაურება. სანდრო ალთუნაშვილმა შეტევა მუსა კონატეს გაუგრძელა, რომელმაც უძლიერესი დარტყმით „სამტრედიას“ კარი მეორედ აიღო და გუნდს გამარჯვება მოუტანა.

13 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ 28 ქულა დააგროვა და წყალტუბოს „სამგურალს“ (28) დაეწია, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით გაასწრო, „სამტრედია“ (7) კი მეცხრე ადგილზე დარჩა.