ბათუმის „დინამომ“ ნაკრებში ნათამაშები ფეხბურთელი დაიმატა
ბათუმის „დინამომ“ ნაკრებში ნათამაშები ფეხბურთელი დაიმატა

საქართველოს პირველი არხისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ვიცე-ჩემპიონ ბათუმის „დინამოში“ კარიერას ბერძნული „იანინას“ მოთამაშე ლაშა შერგელაშვილი გააგრძელებს. ინფორმაცია კლუბში დაგვიდასტურეს.

ბათუმელებს შერეგლაშვილთან კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებიათ, თუმცა, ფეხბურთელთან სიტყვიერი შეთანხმებას მიაღწიეს. ლაშა საბერძნეთიდან შვიდ აგვისტოს გამოემგზავრება და კონტარქტს ბათუმში გააფორმებს.

ლაშა შერგელაშვილი საბერძნეთში 2019 წელს გადავიდა. მისმა გუნდმა „იანინამ“ დასრულებულ სეზონში სუპერლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. მაგრამ ლაშამ ხელშეკრულება აღარ გაახანგრძლივა. მას 2017 წლიდან ვლადიმერ ვაისი საქართველოს ნაკრებში იწვევდა და „ჯვაროსნების“ ფორმით შვიდი მატჩი ჩაატარა.