ბათუმის დინამომ ნახევარმცველი ლატვიიდან დაიმატა
ბათუმის დინამომ ნახევარმცველი ლატვიიდან დაიმატა

ბათუმის დინამომ კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა – კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, აჭარელთა ახალწვეული ბენჯამინ ტეიდია.

24 წლის ნიგერიელი საყრდენი ნახევარმცველი ბათუმის დინამოს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ტეიდიმ კარიერის დიდი ნაწილი საქართველოში გაატარა – 2014 -2017 წლებში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობდა.

2018 წელს ბენჯამინ ტეიდი ლატვიაში გადავიდა, სადაც ლიეპაიაში გამოდიოდა, მაგრამ იქ მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა და სეზონის ბოლოს გუნდი დატოვა.