ბათუმის „დინამომ“ მოიგო და კრისტალბეთლიგაში დაწინაურდა
ბათუმის „დინამომ“ მოიგო და კრისტალბეთლიგაში დაწინაურდა
ბათუმის „დინამომ“ საჩხერის „ჩიხურა“ დაამარცხა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირი ცხრილში პირველია დგილი დაიბრუნა.
კრისტალბეთლიგის მე-15 ტურის პირველი მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.
შეხვედრა, რომლის პირდაპირი ტელერეპორტაჟიც საქართველოს პირველ არხზე მიმდინარეობდა, სტუმრებისთვის ცუდად დაიწყო: მე-18 წუთზე, მიშიკო სარდალიშვილმა მეტოქეს ბურთი აართვა და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც დემურ ჩიხრაძემ ზუსტად დაარტყა – 1:0.
ბათუმელებმა ანგარიშის გათანაბრება 34-ე წუთზე მოახერხეს: გიორგი ნავალოვსკიმ ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა, დავით მაისაშვილმა ბურთი ვერ მოიგერია და ჯოვინო ფლამარიონმა გაიტანა – 1:1.
მეორე ტაიმიც ბათუმელთა სახიფათო შეტევით დაიწყო და საბოლოოდ, მათმა მონდომებამ შედეგი გამოიღო: გადაცემა ისევ საქართველოს ნაკრების მცველის, ნავალოვსკის ანგარიშზეა, რომელმაც 81-ე წუთზე კარის წინ გიორგი ჯანელიძე მოძებნა, მან კი ზუსტი დარტყმით ბათუმის „დინამოს“ 3 ქულა მოუტანა – 1:2.
საჩხერის „ჩიხურა” 22 ქულით ისევ მეოთხე ადგილზე დარჩა, ბათუმელებმა კი 31 ქულა მოიპოვეს, თბილისის „საბურთალოს“ (რომელიც ხვალ გორის „დილას“ შეხვდება) გადაასწრეს და პირველ ადგილზე დაწინაურდნენ.