ბათუმის „დინამომ“ ლუქსემბურგის ნაკრების მცველი დაიმატა #1TVSPORT

23:20, 23.08.2026

ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი, ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი გახდა.

კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ცნობით, მაჰმუტოვიჩმა სამედიცინო შემოწმება სტამბოლში გაიარა და „დინამოსთან“ კონტრაქტი 2027 წლის ბოლომდე გააფორმა. ლუქსემბურგელი ლეგიონერი გუნდს უკვე შეუერთდა და ეროვნული ლიგის მატჩებისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

„კონტრაქტი ახლახან გავაფორმე და მიხარია, რომ აქ ვიმყოფები. მოტივირებული ვარ, ეს ახალი შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენო. მოუთმენლად ველი, როდის დავიწყებ თამაშს“, – განაცხადა ლუქსემბურგელმა ლეგიონერმა.

მაჰმუტოვიჩი სამშობლოში „ფოლა ეშში“ თამაშობდა, ასევე გამოდიოდა სოფიის ცსკა-ში, ინგლისურ „მიდლსბროში“, უკრაინულ „ლვოვსა“ და ნიდერლანდურმაასტრიხტში“, ბოლოს კი ნიდერლანდური „ბრედაში“ გახლდათ.

დინამოელთა ახალწვეულმა ლუქსემბურგის ეროვნულ ნაკრებში 44 მატჩი ჩაატარა, სადაც ბოლოს ივნისის სანაკრებო პაუზისას ალბანეთისა და იტალიის წინააღმდეგ ითამაშა.

მსგავსი