ბათუმის „დინამომ“ გუჯა ლობჯანიძე დაიმატა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ გუჯა ლობჯანიძე დაიმატა #1TVSPORT

გუჯა ლობჯანიძე ბათუმის „დინამომ“ დაიმატა – ინფორმაციას საქართველოს ჩემპიონი გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.

ქართველმა თავდამსხმელმა სეზონის შემდეგ დატოვა ყაზახეთი, სადაც 2019 წლიდან თამაშობს და სამ წელიწადში სამი კლუბი შეიცვალა. ჯერ „ტარაზში“ გამოდიოდა, შემდეგ – „კაისარში“, 2021 წელს კი კოსტანაისტობოლში“ გადავიდა.

აღსანიშნავია, რომ ლობჯანიძე ბათუმის „დინამოში“ პირველად 2016 წელს ჩაირიცხა, სადაც ქობულეთის „შუქურადან“ გადავიდა და 2017 წლამდე თამაშობდა.

გუჯა ლობჯანიძეს ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებში სისტემატურად იწვევდა და მისი ხელძღვანელობის დროს „ჯვაროსნების“ ფორმით 11 მატჩი ჩაატარა.