ბათუმის „დინამომ“ და გორის „დილამ“ ქულები გაიყვეს - ნემსაძის წარმატებული დებიუტი (ფოტოამბავი)
ბათუმის „დინამომ“ და გორის „დილამ“ ქულები გაიყვეს - ნემსაძის წარმატებული დებიუტი (ფოტოამბავი)

ბათუმის „დინამომ“ ანგისას ბაზაზე გორის „დილას“ უმასპინძლა, სადაც სტუმართა მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო შეხვედრა ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, გიორგი ნემსაძემ ჩაატარა.

მისმა გუნდმა ლიდერთა სამეულის წარმომადგენელს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია. შეხვედრის მიწურულს მოედანზე ვითარება დაიძაბა და მოთამაშეთა შორის მცირე კონფლიქტი მოხდა. ამის და მოედანზე გადაგდებული მაშხალების გამო, მთავარმა არბიტრმა მატჩს 9 წუთი დაამატა.

საბოლოოდ, მეტოქეებმა ქულები გაიყვეს – 0:0.

„დინამომ“, რომელმაც პარალელურ მატჩში ლოკომოტივი დაამარცხა, 22 ტურის შემდეგ 44 ქულა დააგროვა და უშუალო კონკურენტი – „საბურთალო“ 4 ქულით ჩამოიტოვა, ბათუმის „დინამოს“ ასევე 40 ქულა აქვს და მესამეზეა, „ლოკომოტივი“ (32 ქულა) მეხუთე ადგილზე დარჩა, ხოლო „დილამ“ მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა (26), ბოლნისის „სიონს“ ქულით გადაასწრო და მეშვიდე ადგილზე დაწინაურდა.