ბათუმის „დინამომ“ ანდრეი დემჩენკო წარადგინა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ ანდრეი დემჩენკო წარადგინა #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენეტმა, არჩილ ბერიძემ გუნდის მოთამაშეებსა და ჟურნალისტებს ახალი მთავარი მწვრთნელი, ანდრეი დემჩენკო წარუდგინა.

პრეზენტაცია ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა, სადაც არჩილ ბერიძემ გადაწყვეტილების მიღებისას არსებულ ექსტრემალურ გარემოებებზე ისაუბრა.

„მინდა, წარმატებები ვუსურვო ბატონ ანდრეი დემჩენკოს ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ბათუმის „დინამო“ ბოლო წლებში ამბიციურად კლუბად ჩამოყალიბდა და ბატონ ანდრეისთან ფორსმაჟორულ რეჟიმში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს ეს გადამწყვეტი ფაქტორი იყო.

კლუბის ხელმძღვანელობა, გულშემატკივრებთან ერთად, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ახალი მთავარი მწვრთნელის წარმატებულ მუშაობას და მჯერა, რომ ჩვენ, ერთად, ბათუმის „დინამოს“ განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანთ“, – ამბობს არჩილ ბერიძე,

„გორის „დილასთან“ ჩემს კონტრაქტში იყო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ევროტურნირების შემდეგ შემეძლო, ჩემი კონტრაქტი გამომესყიდა და ამ პუნქტით ვისარგებლე. ბათუმის „დინამო“ ამბიციური გუნდია, რომლის მიზნებში მხოლოდ პირველი ადგილის დაკავება შედის. ამიტომ აქ მუშაობა ჩემთვის დიდი გამოწვევაა“, – ამბობს ანდრეი დემჩენკო.