ბათუმის „დინამომ“ ახლწვეულები წარადგინა - ჭანტურიამ დებიუტი გოლით აღნიშნა
ბათუმის „დინამომ“ ახლწვეულები წარადგინა - ჭანტურიამ დებიუტი გოლით აღნიშნა

6 თებერვალს კი „დინამო“ თურქეთში გაემგზავრება, სადაც ორ კვირიან შეკრებას გაივლის და ხუთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

მანამდე გუნდის ხელმძღვანელობამ ანგისას ბაზაზე ახალწვეულები და ახალი ფორმა წარადგინა. 2019 წელს ბათუმის „დინამო“ ახალი ეკიპირებით შეიმოსება და მომდევნო სამი წლის განმავლობაში გუნდს ახალი ტექნიკური პარტნიორი ეყოლება, რომელიც სამომავლოდ „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიის სპორტულ ეკიპირებაზეც იზრუნებს.

ამის შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდმა ქობულეთის „შუქურასთან“ ამხანაგურად ითამაშა და 5:1 დაამარცხა. ანგარიში ქობულეთელებმა გახსნეს. ბათუმელებმა მეორე ტაიმში მეტოქეს ხუთი გოლით უპასუხეს – თავი გამოიჩინეს რატი ცაცკრიალაშვილმა, ვაკო თევდორაძემ, მათე კვირკვიამ, რომან ჭანტურიამ (რომელმაც სადებიუტო მატჩი გოლით აღნიშნა) და ბექა ვარშანიძემ.

„შევსება მივიღეთ, მაგრამ ამით დაკომპლექტება არ დასრულებულა,ორი მოთამაშე ანტალიაში დაგვემატება და გუნდი იმ სახეს მოირგებს, რომლითაც ეროვნულ ლიგაში ვითამაშებთ. ჩემი აზრით, წლევანდელი ბათუმის „დინამო“ ის გუნდი იქნება, რომელიც გულშემატკივარს გაახარებს“, – ამბობს პირველ არხთან ბათუმის „დინამოს“ სპორტული დირექტორი ასლან ბალაძე.