ბათუმის „დინამოდან“ პოლონეთში - გაფრინდაშვილი „ზაგლებიეში“ ითამაშებს #1TVSPORT
ბათუმის „დინამოდან“ პოლონეთში - გაფრინდაშვილი „ზაგლებიეში“ ითამაშებს #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში სლოვაკეთის ჩემპიონ „სლოვანთან“ ბათუმის „დინამოს“ თორნიკე გაფრინდაშვილი ვერ დაეხმარება.

24 წლის მოთამაშე კარიერას პოლონეთის ექსტრაკლასას გუნდში, ლუბინისზაგლემბიეში” გააგრძელებს. თორნიკე გაფრინდაშვილზე ინფორმაცია ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ბრატისლავასსლოვანთან“ მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

24 წლის მარჯვენა შემტევმა ნახევარმცველმა კარიერა 2016 წელს „გაგრაში“ დაიწყო, სადაც სამი წელი თამაშობდა. ბათუმის „დინამოში“ 2019 წელს გადავიდა და მისი ფორმით ჩატარებულ 79 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში გაფრინდაშვილის ანგარიშზე 18 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

თორნიკე ბათუმელთა შემადგენლობაში ერთხელ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, ორჯერ – ვიცე-ჩემპიონი, წელს კი სუპერთასის მოპოვებაც იზეიმა. იყო საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრი, რომლის ფორმითაც ერთი მატჩი ჩაატარა.

პოლონელებს გაფრინდაშვილი წელს თურქეთში გამართულ ზამთრის წინასასეზონო შეკრებიდან დაამახსოვრდათ, სადაც ბათუმის „დინამო“ პოზნანისლეხს“ შეხვდა. მან შორიდან ფანტასტიკური დარტყმით ბათუმელებს პოლონელებთან სპარინგში მოგება 2:1 მოუტანა.

წინა სეზონი „ზაგლემბიემ“ პოლონეთის ჩემპიონატი მე-13 ადგილზე დაასრულა. ახალი სეზონი პოლონეთში 15 ივლისს იწყება და „ზაგლემბიე“ პირველ ტურში „შლიონსკს“ უმასპინძლებს.