ბათუმის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე მორიგი ტესტმატჩი ლუგანსკის „ზორიასთან“ გამართა და დამარცხდა – 1:2.
უკრაინელებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს. მართალია, „დინამომ“ შესვენების შემდეგ სხვაობა შეამცირა, მაგრამ თამაში ვეღარ გადაარჩინა და შეკრებაზე მე-6 მატჩი წააგო.
„დინამო“ (სასტარტო შემადგენლობა): ხარატიშვილი, დუმბაძე, ვაჰაბი, კობახიძე, კალანდარიშვილი, ბალაძე, გაბრიელი, ლომთათიძე, ფუტკარაძე, ჩიტეიშვილი, ბლესა.
შეცვლაზე შევიდნენ: ფოფანა, მეინროემი, თურმანიძე, ინჯგია, ლაკვეხელიანი, მარა, მილჩენკო, პაულაუსკასი, ქაფიანიძე, ჯაფარიძე.
ბათუმელები თურქული შეკრების ბოლო ტესტმატჩს უკრაინული „ვორსკლას“ წინააღმდეგ 14 თებერვალს 19:00 საათზე ჩაატარებენ. საქართველოს ჩემპიონატში კი პირველ შეხვედრას 2 მარტს „ბათუმი არენაზე“ „დინამო თბილისთან“ გამართავენ.