ბათუმის „დინამო“ ვიცე-კაპიტანმა დატოვა
ბათუმის „დინამო“ ვიცე-კაპიტანმა დატოვა

უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ბათუმის „დინამო“ გიორგი ჯანელიძემ დატოვა. გუნდის ვიცე-კაპიტნის წასვლაზე ინფორმაცია გუნდის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

„გიორგი ჯანელიძე ბათუმის „დინამოს“ ღირსებას ორი წლის განმავლობაში იცავდა. მან, როგორც ვიცე-კაპიტანმა, უდიდესი წვლილი შეიტანა გუნდის უმაღლეს ლიგაში გადმოსვლაში და ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში“ – წერია კლუბის განცხადებაში.

გიორგი ჯანელიძემ 2018 წელს ბათუმის „დინამოს“ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებაში ერთ-ერთი გამორჩეული როლი ითამაშა – 29 წლის ნახევარმცველმა სეზონი ლამის შეუცვლელად ჩაატარა – 34 მატჩი, 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემა. თუმცა, ტრავმების გამო, ბოლო სეზონში დრო გაუცდა, მერე შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და მხოლოდ 22 შეხვედრა ჩაატარა.

გიორგი ჯანელიძის ახალი კლუბი უცნობია. თუმცა, საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ რამდენიმე კლუბი დაუკავშირდა და მოლაპარაკებებს აწარმოებს.

დატოვე კომენტარი