ბათუმის „დინამო“ უკრაინელმა მეკარემ დატოვა
ბათუმის „დინამო“ უკრაინელმა მეკარემ დატოვა

ბათუმის „დინამო“ მაქსიმ კუჩინსკის დაემშვიდობა – უკრაინელი მეკარის წასვლის შესახებ კლუბის ოფიციალური გვერდი იუწყება.

31 წლის მეკარემ ქართულ კლუბთან ხელშეკრულება აგვისტოში გააფორმა, რომელიც დეკემბერში დასრულდა და მხარეებმა აღარ გაახანგრძლივეს. საქმე ისაა, რომ ამ 4 თვის განმავლობაში, უკრაინელ მეკარეს გუნდში ერთი ოფიციალური შეხვედრაც არ ჩაუტარებია.

31 წლის მაქსიმ კუჩინსკის რამდენიმე უკრაინულ კლუბში უთამაშია, გასული სეზონი კი ლვოვის „კარპატში“ ირიცხებოდა, სადაც უკრაინის პრემიერ ლიგის 22 შეხვედრა ითამაშა.

სეზონის დასრულების შემდეგ, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ კიდევ ორ მოთამაშეს შეელია – ახალი კლუბის ძიება მცველს, გურამ ადამაძესა და თავდამსხმელს, გიორგი ილურიძესაც მოუწევთ.

დატოვე კომენტარი