ბათუმის „დინამო“ თურქულ შეკრებაზე ბოლო ტესტ-მატჩშიც დამარცხდა #1TVSPORT
ბათუმის „დინამო“ თურქულ შეკრებაზე ბოლო ტესტ-მატჩშიც დამარცხდა #1TVSPORT

თურქეთში მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფმა ბათუმის „დინამომ“ ბოლო ტესტ-მატჩი უკრაინის პრემიერლიგის წარმომადგენელ პოლტავის „ვორსკლასთან“ 2:0 წააგო და შეკრება დაასრულა.

35-ე წუთზე მოედანზე ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა მოთამაშემ, პოლტაველთა ახალწვეულმა ნავინ მალიშმა დაახლოებით 16 მეტრიდან ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა. მეორე გოლიც მისი უშუალო მონაწილეობით გავიდა – ბურთი კი ივან ნესტერენკომ გაიტანა.

„ვორსკლა“ – „დინამო“ (ბთ) 2:0

გოლები: მალიში (35), ნესტერენკო (69)

„დინამო“ (ბთ): კუპატაძე, მელიჩენკო, კობახიძე, ქაფიანიძე, ლაკვეხელიანი, მილჩენკო, ფოფანა, მარა, ჯაფარიძე, პაულაუსკასი, ბლესა.

სათადარიგოები: თურმანიძე, ჩიტეიშვილი, ბალაძე, კალანდარიშვილი, უაჰაბი, ფუტკარაძე, მანდრიჩენკო, ინჯგია.

ბათუმელები ეროვნული ლიგის დაწყებამდე ბათუმში მოემზადებიან – ჩემპიონატის პირველ შეხვედრას გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 2 მარტს „დინამო თბილისის“ წინააღმდეგ „ბათუმი არენაზე“ ჩაატარებს.