ბათუმის „დინამო“ თურქეთში შეკრებაზე „ოლეკსანდრიასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ბათუმის „დინამო“ თურქეთში შეკრებაზე „ოლეკსანდრიასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე პირველი ტესტმატჩი უკრაინულ „ოლეკსანდრიასთან“ გამართა და 0:3 დამარცხდა.

მოსამზადებელ ეტაპზე ორივე გუნდისთვის ეს პირველი შეხვედრა იყო. უკრაინის ჩემპიონატის მეორეადგილოსანმა გუნდმა „დინამოსთან“ უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა. ანგარიში 27-ე წუთზე დანილ სკორკომ საჯარიმო დარტყმით გახსნა და „ოლეკსანდრია“ შესვენებამდე მინიმალური სხვაობით დაწინაურდა.

უკრაინელებმა მეორე ტაიმში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. 46-ე წუთზე არტემ კიდევ ერთი გოლი გაიტანა ბათუმელთა კარში, საბოლოო ანგარიში კი 53-ე წუთზე ალექსანდრე ბელიაევმა დააფიქისრა და „ოლეკსანდრიამ“ დიდი ანგარიშით მოიგო.

„დინამო“ (სასტარტო შემადგენლობა):ხარატიშვილი, ჩიტეიშვილი, ქაფიანიძე, ოუჰაბი, ლაკვეხელიანი, ფოფანა, მილჩენკო, ფუტკარაძე, ჯაფარიძე, წულუკიძე, პაულასკასი.

ზამთრის საწვრთნელ შეკრებაზე ბათუმის „დინამო“ მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 24 იანვარს პოლონურ ლუბლინისმოტორთან“ გამართავს.