ბათუმის „დინამო“ შეიკრიბა - ანგისაზე ფლამარიონიც ემზადება
ბათუმის „დინამო“ შეიკრიბა - ანგისაზე ფლამარიონიც ემზადება

გია გეგუჩაძემ ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელები ანგისას საფეხბურთო კომპლექსში შეკრიბა და ჩემპიონატისთვის მზადება განაახლა.

საქართველოს ვიცე-ჩემპიონი მეოთხე გუნდია ეროვნულ ლიგაში, რომელიც პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ ვარჯიშს შეუდგა. აქამდე მხოლოდ თბილისური გუნდები ვარჯიშობდნენ – „ლოკომოტივი“, „დინამო“ და „საბურთალო“.

გუნდის ოფიციალური გვერდის ცნობით, „დინამო“ ვარჯიშის დროს მკაცრად დაწესებულ რეგულაციებს იცავდა – მოედანზე ერთდროულად მხოლოდ ათ ფეხბურთელი იმყოფებოდა, რომლებიც ჯგუფებად გაიყვნენ და ისე ივარჯიშეს.

გუნდთან ერთადაა თითქმის ყველა ლეგიონერი, მათ შორის, 2019 წლის ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ჯოვინო ფლამარიონი და ასევე ბრაზილიელი ვინიციუსი, რომლებიც ტრავმირებულები იყნენ.