ბათუმის „დინამო“ „გონიოსთან“ დამარცხდა — გუნდი ლიეტუველმა თავდამსხმელმა დატოვა #1TVSPORT

15:40, 06.07.2025

ბათუმის „დინამომ“ ამხანაგური მატჩი მეორე ლიგის გუნდ „გონიოსთან“ გამართა და 1:2 დამარცხდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ბათუმის ტექნიკურ ცენტრში გამართულ შეხვედრაში „გონიომ“ გია აფხაზავასა და კახაბერ კახაბრიშვილის გოლებით იმარჯვა, ხოლო ბათუმელთაგან ერთადერთი გოლი გურამ ჯაფარიძემ გაიტანა.

ბათუმის „დინამოს“ ამ და წინა მატჩებში გიტის პაულაუსკასი არ ეხმარებოდა. გუნდის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლიეტუველი თავდამსხმელი იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ თავის ყოფილ კლუბს, კოვალივკას „კოლოსს“ დაუბრუნდა.

მსგავსი